ჯანმრთელობაზე ზრუნვით
ყველაზე ახლობლების

პროდუქციის შემუშავება, მისი წარმოების შემოწმება და კონტროლი ხორციელდება კომპანიაში B.Well Swiss AG, შვეიცარია. კონტროლის გამოყენებული სისტემა Swiss უზრუნველყოფს B.Well კომპანიის პროდუქტების მთელი ოჯახის მაღალ ხარისხს, ხანგამძლეობას და უსაფრთხოებას.

B.Well Swiss AG კომპნიის პროდუქცია შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს ISO 13485:2016 და 93/42/EEC.

B. Well კომპანიის პროდუქციის სერიები

ჩვენ გავამარტივეთ არჩევანი და დავყავით ჩვენი პროდუქცია სერიებად: MED, PRO და TECHNO. ახლა ყველას შეუძლია იპოვოს მისთვის საჭირო პროდუქცია თავისი მოთხოვნილებიდან გამომდინარე!

PRO სერიის სამედიცინო ხელსაწყოები – მარტივი მოხმარებაში, ამასთან ისინი პროფესიონალურად და ხარისხიანად ასრულებენ ყველა აუცილებელ ფუნქციას თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის პროფილაქტიკის, მკერნალობის და კონტროლის საქმეში.

პროდუქციის MED სერია წარმოდგენილია გაფართოებული ფუნქციების მქონე ხელსაწყოებით. ისინი იძლევიან დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენების, აგრეთვე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველმხრივი მონიტორინგის ჩატარების საშუალებას.

TECHNO სერიის პროდუქტებში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების უპირატესობები. ამიტომ ისინი მეტად ეფექტურია, იძლევიან პრინციპულად ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობენ ოჯახის თითოეულ წევრზე ზრუნვას.