B.Well ნებულაიზერები იძლევიან ნებულაიზერული თერაპიისთვის განკუთვნილი პრეპარატების სრული ჩამონათვალის გამოყენების საშუალებას. B.Well გაფრქვევის ტექნოლოგიები გამორიცხავენ სამკურნალო ნივთიერების დაშლას და გამოსადეგია ყველა საინჰალაციო პრეპარატისთვის, მათ შორის მუკოლიტიკების, ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატებისთვის.
B.Well ხელსაწყოები შექმნილია ზრდასრული ადამიანების და ბავშვების ჯანმრთელობის თავისებურებების გათვალისწინებით და მათ კომპლექტში შედის სხვადასხვა ზომის ნიღბები.
B.Well კომპრესორული ნებულაიზერის ხმის სიმაღლე შედარებადია ჩვეულებრივი საუბრის ხმის სიმაღლესთან.
კომპრესორული ნებულაიზერი B.Well PRO-110 ხასიათდება პროფესიონალური ხელსაწყოების შესაძლებლობებით და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს ნებულაიზერებისთვის EN13544
ნაწილაკების მცირე ზომა ≈3,16 მკმ აძლევს წამალს ფილტვების საჭირო განყოფილებაში ღრმად შეღწევის საშუალებას სწრაფად გამოჯანსაღებისთვის. გაფრქვევის მაღალი სიჩქარე 0,4 მლ/წთ ამცირებს პროცედურის დროს.
ინჰალატორი-ნებულაიზერი PRO-110 გამოსადეგია მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის. ახალი თაობის საიმედო კომპრესორი, კომპაქტური დიზაინი, ხმაურის დაქვეითებული დონე ამ ხელსაწყოს მოსახერხებელს ხდის მთელი ოჯახისთვის. PRO-110-ს კომპლექტში შედის არა მარტო მუნდშტუკი და ნიღბები ბავშვებისთვის და მოზრდილთათვის, არამედ აგრეთვე საცმი ცხვირისთვის, რომელიც იძლევა ნებულაიზერის გამოყენების საშუალებას სურდოს დროს.
სამედიცინო ინჰალატორი (კომპრესორული ნებულაიზერი), მოდელი MED-110
გამაფრქვეველი „Basic“ 2-8 მლ
საჰაერო შლანგი 1,8 მ.
მუნდშტუკი
ნიღაბი ბავშვისთვის
ნიღაბი მოზრდილისთვის
საცმი ცხვირისთვის
ფილტრების ნაკრები (5 ცალი)
ქსელური ადაპტერი
ჩანთა აქსესუარების შესანახად
ინსტრუქცია მოხმარებისთვის და საგარანტიო ტალონი